Internet TV

26 апр. 2008 г.

მართლმადიდებლები ქრისტეშობას 7 იანვარს, ხოლო ახალ 2009 წელის დადგომას 14 იანვარს ვზეიმობთ!

სამწუხაროდ საბჭოთა პატრიარქს ამოფარებული ეკუმენიზმის ძალები ზუსტად სექტემბრის ახალი წლით მანიპულირებენ, როდესაც კამათი ქრისტეშობა-ახალი წლის საკითხს შეეხება ხოლმე. აქედან გამომდინარე არ მიმაჩნია სწორად იმის მტკიცება, თითქოს და ახალი წელი ეს ტიპიკონის ან სხვა საღვთიმსახურო წიგნის ახალი ათვლის წერტილია....

არა ბატონებო, ვინც ამას ამტკიცებს ძალაუნებურად, ნებსით თუ უნებლიედ იმ მასონური "ბრძენკაცთა" მიერ გავრცელებული სიცრუის - გამავრცელებელია!!!

ახალი წელი - ატარებს ზებუნებრივ და ღვთაებრივ დატვირთვას. სხვადასხვა რელიგიის მატარებელი ხალხები ახალ წელს აღნიშნავენ თავიანთი ცრუ-ღმერთების სასწაულების მიხედვით.

ქრისტიანული სამყარო ახალი წლის (ახალი ცხოვრების) დასაწყისად მოციქულთა დროიდან ქრისტეს შობიდან ზეიმობდა. ანუ ქრისტესობის მარხვის შენახვის შემდეგ, ქრისტიანები ორკვირიანი ხსნილით, ქრისტეს შობიდან - ნათლისღებამდე უქმობნნენ, მადლობნენ ღმერთს მხსნელის მოვლინებისთვის, შლიდნენ ტკბილ სუფრებს, აწყობდნენ ცეკვა-თამაშებს (ქრისტიანული მორალის ჩარჩოში), მიდიოდნენ ერთმანეთთან ამ სიხარულის გასაზიარებლად და ოჯახების დასალოცად, ხოლო 14 იანვრისთვის (ანუ მაშინ ეს 1 იანვარი იყო, როცა სრულდებოდა კალენდარული 31 დღე და იწყებოდა უკვე ახალი წელთაღრიცხვა) თლიდნენ ან ყიდულობნენ ჩიცილაკებად წოდებულ "ბასილებს" (ბასილი დიდის თეთრი წვერების მიმსგავსებით) რასაც ბარაქის ხეებსაც ეძახოდნენ, კიდებნენ ზედ ხილს და ტკბილეულობას, რათა ახალი წელი ოჯახისთვის სიუხვის, წინსვლის, გამრავლების მოსავლიანობისა ყოფილიყო, ამით წმიდა ბასილი დიდის მიერ დალოცვასაც გულისხმობნენ.... ძველი სტილით 31 დეკემბრის ღამის 12 საათზე ეგებებოდნენ კოსმიური (ანუ საუფლო) ახალი წელიწადის დაწყებას ქრისტეს შობიდან! ეგებებოდნენ უხვად გაშლილი სუფრებით ( რაც იმის სიმბოლო იყო, რომ ღმერთმა ეს გვარი და ეს ოჯახი არ დატოვა ხვავისა, ბარაქისა და გამრავლების გარეშე), ოჯახის სალოცავ კითხეში აუცილებლად ანთებნენ კანდელ და სანთლებს(სასურველია კელაპტრები, აგრეთვე სუფრაზეც), აგრეთვე სურნელოვან საკმეველსაც (რაც უფრო ძვირად ღირებულია, მიანიშნებდა ოჯახის/გვარის ფინანსურ სიძლიერეზე, რაც ღვთის წყალობად ითვებოდა... ზუსტად 12 საათზე უჯახის უფროსი თოფიდან აკეთებდა გასროლას და ოჯახის წევრები მრავალჯამიერის გალობით უსხდებოდნენ სუფრას ოჯახის სტუმრებთან ერთად და იწყებოდა ღვინით ღმერთის, წმიდანების და შემდეგ ოჯახების დალოცვები და სხვადასხვა საახალწლო საგალობლებით უფლის მადლის მოხმობას მათ გვარ-ჯილაგზე...

აი ეს უნდა დავიცვათ, რაც მასონებმა კალენდარული სტილის აღრევით ამ ტრადიციის მოსპობას შეეცადნენ...

ხოლო, რატომ არის ხსნილი ქრისტეს შობიდან ნათლისღებამდე, ეს უკვე ღვთაებრივი საიდუმლოებაა... მე ერთი რამის თქმა შემიძლია ამასთან დაკავშირებით, ანუ ქრისტეს შობოთ დაიწყო ახალი ერა (ადამიანთა დახსნა ჯოჯოხეთიდან), 1 იანვარს (ძვ.სტ.) უფლის წინადაცვეთა რაც ღმერთის აღთქმის აღსრულებაა ნაგულისხმევი (აქ ადამიანთა მატერიალიზმია ნაგულისხმევი, რადგან ადამიანი ხილულად ხდება ღმერთის მონა) ამიტომაც განსაკუთრებულად ზეიმობენ გვარ-ჯილაგის დასალოცად, რადგან მაცხოვარი იყო მამრობითი სქესის და წინადაცვეთა ღმერთის მიერ ამ გამრავლების მონიშნვა იყო, ხოლო ხსნილის დასასრული 6 იანვარი (ძვ.სტ.) -ნათლისღება - მიგვანიშნებს სამოთხეში მოსახვედრად აუცილებელი უხილავი ღვთის მადლის მონიჭებას...

დამდეგ ქრისტეშობას და ახალი წლის მობრძანებას დაგილოცავთ! ღმერთმა ამრავლოს მართლმადიდებლები. ამინ.

Комментариев нет: