Internet TV

13 сент. 2008 г.

The world community should help to Georgia to turn out blood-thirsty Russian invaders!


Russian invaders leave from territory of sovereign Georgia!

Русские оккупанты уходите с территории суверенной Грузии!

Les occupants russes partez du territoire de la Géorgie souveraine!


Οι ρωσικοί κάτοχοι εσείς αναχωρούν από το έδαφος της κυρίαρχης Γεωργίας!

[أكّوبير] روسيّة يغادر أنت من الأرض من جورجيا مسيطرة!


ღია წერილი კახა კუკავას და "ოპოზიციის ნაწილს"

რა ბატონო კახა არ მოგწონთ ქართველი ერის მიერ თქვენი გინება...

ის კარგი იყო, საქართველოს ოკუპაციის განახლების პერიოდში, თქვენი ФСБ-ს თანამშრომლებს აკლებული რომ გქონდათ ქალაქი პანიკის თესვით?!

დიახ თქვენ "ФСБ-ს შულავერის ოპოზიცია" ახლაც ცდილობთ პანიკის და უიმედობის დათესვას საქართველოს მოსახლეობაში, თუმცა დარწმუნებული ვარ ამაოდ ირჯებით, იმიტომ რომ ქართველმა ერმა კარგად დაინახა ვინ ვინ არი!!!

აქვე მინდა დაგისვათ, პირადად თქვენ, რამდენიმე შეკითხვა, რადგან თქვენი საეჭვო დაჯგუფება აქტიურად თავს არიდებს ამ ფაქტის აღიარებას საჯაროდ:

გთხოვთ დაადასტუროდ:

1). ქალაქი ცხინვალი და მთლიანად ცხინვალის რეგიონი ეს საქართველოა თუ "სამხრეთ ოსეთი"?

თუ საქართველოა, რატომ არ გააპროტესტეთ საერთაშორისო მაშტაბით ან თქვენ ან მთლიანად თქვენმა დაჯგუფებამ ოკუპანტი რუსეთის ქმედება ამ რეგიონის ოსი ტერორისტ-სეპარატისტებითვის უკანონო გადაცემა (ან ვანდალური მცდელობა)! (ყოველ შემთხვევაში ქართულ მოსახლეობას ეს არ გაგვიგია)

2). ეკუთვნით თუ არა ოსებს რაიმე სახის ავტონომია საქართველოს ტერიტორიაზე?

3). როდესაც თქვენ, ან ეს თქვენი საძმო, ბრძანდებოდით შევარდნაძის "პარლამენტში", რატომ არ შეიმუშავეთ კანონპროექტი ამ პრობლების მოგვარების ქართული ვარიანტი?...

თუ შეიმუშავეთ, მიგვითითეთ სად ვნახოთ მისი ელექტრონული ვარიანტი?...

რატომ არ მოაწერა ოპოზიციამ ხელი ქარტიას, რომელიც უცხო ქვეყნის შემოჭრის პერიოდში წარმოადგენს საერთო შიდაპოლიტიკურ ძალთა ერთობლივ პრინციპს, ოკუპანტის ქმედებებთან მიმართებაში...
სხვაა, როცა თქვენ ფიქრობთ, რომ რაღაც არ უნდა მომხდარიყო ისე, რაც თქვენი სუბიექტური აზრია, მაგრამ როცა ოკუპანტი უკვე 20 წელია ახორციელებს ამ ტერიტორიის ოკუპაციას, აქ მნისვნელობა არ აქვს რა სტატუსით დგას ოკუპანტი, აქ არის მთავარი - ამ საფრთხის არსებობის ფაქტი, ანუ ეს ოკუპანტი 16 წელია არ გიშვებს შენს ტერიტორიაზე, როდესაც ქართულ შეიარაღებულ ჯარს უფლება აქვთ თავიანთ ტერიტორიაზე გააკონტროლონ სახელმწიფო საზრვარი, მიუხედავად არსებული ნებისმიერი სიტუაციისა!!!
თუ საქართველოს ჯარების სამხედრო დიპლომატიის შტაბმა ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე საფრთხე ემუქრება სახელმწიფოს და მის მოსახლეობას (ეს საფრთხე არსებობდა უპატრონოდ 16 წლის განმავლობაში), ვალდებულია ნებისმიერი ხერხით განახორციელოს ამ საფრთხის უვნებელყოფა, თუნდაც იმ შემთხევასიც კი თუ ეს საფრთხე სამხედრო გზით გადაჭრას არ ექვემდებარებოდეს, მტრის სამხედრო უპირატესობის გამო...
პასუხის გაცემით, ჩვენმა სახელმწიფომ გააკეთა განცხადება, რომ არ არი თანახმა ამ ავანტიურის გაგრძელებაზე და დახმარება ითხოვა ძლიერი მოკავშირე ქვეყნებისგან!!!
სანამ საქართველო არ დააფიქსირებდა ოკუპანტის არსებობას თავის ტერიტორიაზე, მანამ არავის არ ჰქონდა უფლება ოკუპანტი რუსების სამსვიდობო მიზნებში ეჭვი შეეტანა!!!

4). რატომ არ დააფიქსირა "გაერთიანებულმა ოპოზიციამ" რუსეთის აგრესიის ფაქტი საერთაშორისო ნორმების თანახმად, არ ჩაუტარებია არც ერტი გამაპროტესტებელი აქცია, მაშინ როცა მთელი მსოფლიო გუგუნებს საპროტესტო მხარდამჭერი აქციებით, ხოლო თქვენ საეჭვოდ დუმხართ და ახორციელებთ იმ პოლიტიკას, რომელსაც კარნახობს ოკუპანტი რუსეთი!!!

რუსი ოკუპანტები თავიანთი საინფორმაციო-სააგიტაციო საშუალებებით აჩვენებენ თუ როგორ არიან გამწარებულები ქართველი ოპოზიციონერები (ახლა აჩვენეს გულწასული ლეიბორისტი) დიქტატორი სააკაშვილის რეჟიმით, და ამის შემდეგ აჩვენებენ თუ "საწყალმა" ოსებმა რა გადაიტანეს, და რუსეთის მოქმედების სისწორე... ამ ქმედების სემდეგ კარგად ჩანს ვინ წააქეზა ოკუპანტი რუსეთი ამ თავხედურ ქმედებაზე, ანუ ვისი იმედი ჰქონდა, და ვინ არი რეალური დამნასავე ამდენი ქართველი ადამიანის სიკვდილში ნათელია... "ახალი შულავერის ოპოზიციამ" ჯერ გაუტეხა იმიჯი სააკაშვილს, რითაც გზა გაუხსნეს რუსეთს... თუ ეს ასე არ არი, რატომ არ იყო ადექვატური რეაგირება ოკუპანტის მიმართ? სააკაშვილმაც დაუშვა მძიმე შეცდომები, მაგრამ სააკაშვილმა იმოქმედა ოკუპანტის ქმედების ადექვატურად... აქ კომენტარი ზედმეტია!

5). რატომ წახვედით საზაფხულო ადადეგებზე, განა საქართველოს მოსახლეობამ თქვენ გაგიშვათ დასასვენებლად? ხომ არ გაგიშვათ თქვენ დამსახურებულ დასვენებაზე რუსეთის ФСБ-მ, რადგან თქვენი გასაკეთებელი უკვე გააკეთეთ და უნდა დალოდებოდით შემდეგ განკარგულებას? ასევე საეჭვოა თქვენი დუმილი სამხედრო აგრესიის პერიოდში, როცა უარეს შემთხვევაში შტაბი მაინც უნდა შეგექმნათ აქტიური პოლიტიკური განცხადებების და შესაბამისი ქართული სახელმწიფოსთვის აუცილებელი აქციების მოსაწყობათ... გაჩეჩილაძე კი შემოიფარგლა მხოლოდ სამარცხვინო ფრაზებით, რომ რაღაც მორატორიუმს აცხადებდა... მაშინ როცა ოპზიცია მეხივით უნდა დასცემოდა აგრესორს და მთელი მსოფლიო უნდა შეეძრა, რა დროს მორატორიუმი იყო, ეს ხომ აშკარა სირცხვილია...


პასუხი #2:

ხალხნო ნუ ვიქნებით მეზღაპრეები...

ბატონი პრეზიდენტის დროს საქართველოს კანონიერი მთავრობა იყო ქმედითუნარიანი, შევარდნაძის ხუნტა იყო რუსი ოკუპანტების მარიონეტი რეჟიმი და აწარმოებდა კანონიერი ხელისუფლების დევნას, საქართველოს კანონიერი ხელისუფლება აქტიურად აწარმოებდა შევარდნაძის ხუნტასთან მოლაპარაკებას დიალოგის წარმართვაზე და კანონიერი ხელისუფლების მშვიდობიან აღდგენაზე და ხუნტისთვის სამაგიეროდ შეღავათების დაწესებაზე, ყველას გვახსოვს მაშინ შევარდნაძის ხუნტის დელეგაციის ჩასვლა დასავლეთში, თუმცა შევარდნაძემ არ ისურვა ეს გეგმა და დასავლეთ საქართველოში დსთ-ს (რუსული საოკუპაციო ჯარის) გაერთიანებული შენაერთების შეყვანა კანონიერი ხელისუფლების და პრეზიდენტის ლიკვიდაციისთვის...

საქარტველოს პრეზიდენტი არის მუხანათურად მოკლული რუსი ოკუპანტების მიერ, შევარდნაძის ხუნტის და კომუნისტ პატრიარქ შიოლაშვილის მიერ!!!

დოკუმენტური ვიდეომასალა თანამზრახვეობათა მტკიცებულება:
http://www.youtube.com/watch?v=ZzOFO60WBvM


რა პოლიტიკური სურათი გვაქვს დღეს?

შევარდნაძის ხუნტამ განიცადა რღვევა და მის ნაკვალევზე აღმოცენდა ახალი ხელისუფლება მიხეილ სააკასვილის მეთაურობით, რომელისც განსხვავებით შევარდნაზის ხუნტისა არის ცივილიზებული მსოფლიოს ღირებულებების მიმდევარი, რაც შევარდნაძის ხუნტის მიერ დანგრეული საქართველოსთვის კიდევ ერთი იმედია, რომ შეიძლება რაიმე სასიკეთოდ შეიცვალოს ქართველი ერის სასიკეთოდ, ამიტომ დაშლილ-დაქუცმაცებულმა კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა მიმართონ ყველა შესაძლებელ დიპლომატიურ ხერხს, რათა საქართველოზე კონტროლი ისევ ეროვნული ძალების ქვეშ აღმოჩნდეს!!!

რა მეთოდები არსებობს?
ომი? არა!
ესე იგი დიპლომატიური სვლა!!!
რა გვაქვს ხელთ, დაშლილ-დაპირისპირებული ეროვნული ხელისუფლება!!!
გვაქვს სააკასვილის ხელისუფლება, რომელმაც აღიარა, რომ არსებობს კანონიერი ხელისუფლება, რომელიც იდევნებოდა შევარდნაზის რეჟიმის მიერ!!!
არის თუ არა აქ დიპლომატიური პერსპექტივა, არსებულ რეჟიმთან კოალიციური მთავრობის შექმნა?
თუმცა აქ ბევრს არ ესმის რას ნიშნავს კოალიციური მთავრობა!
კოალიციური მთავრობა ნიშნავს იმას, რომ არსებული რეჟიმი გაუყოფს ძალაუფლებას კანონიერ ხელისუფლებას საქარტველოს საკეთილდღეოდ, და მომავალი კანონიერი და ცივილიზებული არჩევნების დასანიშნად, რაც გამოიწვევს ქართული სახელმწიფოს როგორც საგარეო ასევე საშინაო მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხოლო ბრძოლა იდეოლოგიისთვის ზუსტად აქედან გახდება მომგებიანი, რადგან ეროვნული დიპლომატია იქნება მოწინავე პოზიციაზე, და დარწმუნებული ვარ შეძლებს ბატონი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას იდეის ადვილად განხორციელებას, რადგან საქართველოს მოსახლეობაში აქტიურად არის ჩაბეტონებული ეროვნული იდეოლოგია, და რომელსაც აქტიურად იყენებენ ისინი... მეშულავერელები!!!

ხოლო თქვენს მიერ შემოთავაზებული გეგმა, მეშულავერელებისგან ეროვნული ძალის წარმოჩინება, ბევრი ეროვნულისთვის მიუღებელია!!!

რისი გამკეთებლები არიან ეს სამარცხვინო მე-5-ე კოლონა?
მათ საქართველოს მოსახლეობამ მისცა შანსი, იმის იმედით, რომ ისინი ინანიებენ კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ მოღალატურ ქმედებას, თუმცა აღმოცნდა, რომ ისინი ბოროტად იყენებდნენ საქართველოს მოსახლეობის ნდობას, და მე ვარ პირველი ვინც მათ (ე.წ. ოპოზიციის ნაწილს), აცხადებს საქართველოსთვის არასასურველ და დამნაშავე გაერთიანებად (რაც გამოჩნდა ქართველი ერის პოზიცია ოკუპანტების და ამ სამარცხვინი გაერტიანების მიმართ http://www.youtube.com/watch?v=9TcbyQqkXx4 )!!!

ანუ ქართველი ერის პოზიცია ცალსახაა, იგი არ შეეგუება ოკუპანტებს!!!



პასუხი #3:

პროპაგანდას მე კი არა, თქვენ ეწევით ბატონო კახა, და ხაზს უსვამთ, რომ მართლა ძაან ავად ბრძანდებით!!!

მე კი ასეთ ლოზუნგს ვისროდი თქვენს მიმართ:
საქართველო გაერთიანებული ოკუპანტის დამქაში მეშულავერელების გარეშე!!!

ახლა ვაცხადებ: ბატონ კახას და "ოპოზიციის ნაწილს"!

თქვენ ამ ფორუმზეც ვერ გამეცით პასუხი საქარტველოსთვის სტრატეგიულ კითხვებზე, რაც აშკარად მიგვითითებს, რომ ეჭვი რუს ოკუპანტებთან მათი თანამზრახველობა - რეალობას უახლოვდება!
ახლა მე აღარ გთხოვთ, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი აქტიური მომხრე, რომ თქვენ ამ კითხვების პასუხი გააკეთოთ არა ამ ფორუმის გვერდებზე, არამედ თქვენ ეს უნდა გააკეთოთ უკვე საჯარო მიმართვით რუს ოკუპანტების რეჟიმის მიმართ და მსოფლიო საზოგადოებრიობის მიმართ, წინაარმდეგ შემთხვევაში, ვაცხადებ თქვენს გაერთიანებას პოლიტიკურ გვამად და ლუსტრირებულ ძალად!!!

Комментариев нет: