Internet TV

8 апр. 2009 г.

2009 წლის 9 აპრილს ვაცხადებთ კრემლის დაქირავებილ აგენტურასთან ბრძოლის დღედ!





http://www.youtube.com/watch?v=ks2sQ75jrps&feature=channel

შემოდი ამ პოსტში და დააფიქსირე შენი პოზიცია...

2009 წლის 9 აპრილს ვაცხადებთ კრემლის დაქირავებილ აგენტურასთან ბრძოლის დღედ!

რადგან რუსეთმა ოფიციალურად გამოუცხადა საქართველოს ომი და განახორციელა ღიად ეთნიკურად ქართული ტერიტორიების ეთნოწმენდა და ანექსია-ოკუპაცია, ამ ტერიტორიაზე მოღვაწე ტერორისტების შეიარაღება-წაქეზებით, ჩვენ ქართველი მამულიშვილები ვალდებულნი ვართ განვაცხადოთ:

1). 1989 წლის 9 აპრილს, რუსული აგენტურის წაქეზებით დახოცილ იქნენ თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი მამულიშვილები;




2). 1991-1993 წლებში კრემლის აგენტურის წაქეზებით დამხობილ იქნა საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, მისი საბოლოო მკლელობით;

3). 1992-1993 წლებში კრემლის აგენტური წაქეზებით და პროვოცირებით გაჩაღებულ იქნა ომი აფხაზეთში, რომლის შედეგად დაღუპულ იქნა ქართველების 50 000, 300 000 მეტი დევნილი და საქართველოდან გახიზნული 1 500 000-ზე მეტი;


2008 წლის 8 აგვისტოს კრემლის ჯაშუშების აქტიურობით, მრავალჯერ გაცემულ იქნა ქართული სამხედრო პოზიციები, რასაც მოჰყვა ქართველი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა;

აქედან გამომდინარე ვაცხადებთ: ჩვენ დადებით მოვლენად ვაფასებთ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოებულ ბრძოლას კრიმინალთან და კრიმინალურ მენტალიტეთთან, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი თაობის აღზრდას, თუმცა აგრეთვე მიგვაჩნია, რომ ამას დაემატოს კრემლის აგენტობის მენტალიტეტის მოშლაც, რაც ხელს შეუწყობს ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას!

ჩვენ ქართველი მამულიშვილები, ვითვალისწინებთ რა ქვეყნის დღევანდელ უმძიმეს მდგომარეობას, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს დიპლომატიას, მთავრობას, პოლიტიკოსებს და პარტიებს, შინაგან, თავდაცვის და უშიშროების ძალებს, პოლიციას, სპეცნაზს, მეცნიერებას, განათლებას, კრემლის მიერ დაქირავებულ ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან ბრძოლის საქმეში!

2009.04.07 ხარება




















Комментариев нет: